logo
ENG



"საქართველო დასავლეთის და რუსეთის სამხედრო პრიზმაში" - UG კონფერენციას მასპინძლობს

28 სექ 202013:38
3 წუთის საკითხავი
 
0wlf40klmxnppwg.jpg

საქართველოს უნივერსიტეტი თემაზე, "საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში", საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია 2020 წლის 5 ოქტომბერს გაიმართება.

ონლაინ კონფერენციის ფარგლებში განიხილება:

1. ნატო-საქართველოს ურთიერთობები: წევრობა, სამხედრო შესაბამისობა და მე-5 მუხლი.

2. რუსეთი და სამხრეთ კავკასია: სამხედრო განლაგება, ესკალაციის რისკები და დეესკალაციის ვარიანტები/შესაძლებლობები.

3.  შავი ზღვის უსაფრთხოების სამხედრო და პოლიტიკური ასპექტები.

კონფერენციის მომხსენებელთა შორის არიან:

გენერალი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი (ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სტრატეგიული სწავლებების მიმართულების ხელმძღვანელი -Pershing Chair in Strategic Studies CEPA)

დოქტ. მაიკლ კარპენტერი (პენ ბაიდენის დიპლომატიის ცენტრის დირექტორი/Penn Biden Center for Diplomacy);

დოქტ. მარკ გალეოტი (ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის საპატიო პროფესორი - UCL; გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი - RUSI);

დოქტ. სინიკუკა საარი (ევროპული კავშირის უსაფრთხოების სწავლებების ინსტიტუტის ასოცირებული ანალიტიკოსი- EU ISS).

დოქტ. ჟან-ბატისტ ჯანჟენ ვილმერი (საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს, სამხედრო სკოლის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი- IRSEM)

დოქტ. სტივენ ჯ. ფლანაგენი (რანდის კორპორაცია, აშშ - RAND Corporation U.S)

ზიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვის პარლამენტის წევრი)

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებსა და მსმენელებს კონფერენციის პარალელურ რეჟიმში შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ ადევნონ თვალი სტუდენტურ სიმულაციას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული 30 საუკეთესო მონაწილე ჩაერთვება სამხედრო-პოლიტიკური სცენარის სიმულაციაში, რომელზე გათამაშებული სცენარიც პირდაპირ კავშირში იქნება კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან.

სიმულაციური გათამაშების პარტნიორია NATO LIASON OFFICE in Georgia.  სტუდენტური სიმულაციის 2 საუკეთესო კონკურსანტი კი დასაჩუქრდება ევროპული კავშირისა და ნატო-ს სათავო ოფისებში სასწავლო ვიზიტით.


close დახურვა